კახა კალაძე - მხარდამჭერები გაფრთხილებული იყვნენ, პროვოკაციებს არ აჰყოლოდნენ, არჩევნები მოწოდების სიმაღლეზე ჩატარდა
წლევანდელი არჩევნების შედარება არ შეიძლება 2016 წლის არჩევნებთან. გვახსოვს, როგორი დაძაბული სიტუაცია და რამდენი დაპირისპირება იყო, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა. მისივე თქმით, მხარდამჭერები მაქსიმალურად იქვნენ გაფრთხილებული, პროვოკაციას არ აჰყოლოდნენ.
კალაძე ამბობს, რომ წლევანდელი საპარლამენტო არჩევნები მოწოდების სიმაღლეზე ჩატარდა.
„თუ გავაკეთებთ პარალელებს, შედარება არ შეიძლება 2016 წლის არჩევნებთან. გვახსოვს, როგორი დაძაბული სიტუაცია და რამდენი დაპირისპირება იყო. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ წინასწარი ინფორმაცია გვქონდა მიღებული, ისევ მათივე შტაბებიდან, რომ გარკვეული დესტრუქციის შემოტანას აპირებდნენ კონკრეტულ ოლქებსა და ქალაქებში, ეს არ გამოუვიდათ. ჩვენი წარმომადგენლები, მხარდამჭერები მაქსიმალურად იყვნენ გაფრთხილებული, რომ პროვოკაციებს არ უნდა აჰყოლოდნენ. ყველაფერი შედარებითია. 2016 წელს გაცილებით მეტი პრობლემა იყო ამ თვალსაზრისით. წლევანდელი არჩევნები, თუ შედარებას გავაკეთებთ, მართლაც იყო მოწოდების სიმაღლეზე“, – განაცხადა კახა კალაძემ.