კახა კალაძე - მივმართავ ბავშვებს, ახალგაზრდებს, არასოდეს დაუხაროთ თავი სირთულეებს, არასოდეს დანებდეთ პრობლემებს
მინდა, ყველას მოვუწოდო, რომ არასდროს დაუპირისპირდეთ საკუთარ თავს, პირიქით, დაუპირისპირდით პრობლემებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
კახა კალაძის თქმით, ცხოვრება საინტერესო და მრავალფეროვანია.
„მინდა, მივმართო ახალგაზრდებს, პატარებს, ვინც არის გარდატეხის ასაკში. ყველას კარგად გვახსოვს, როგორი რთული იყო, როდესაც გადადიოდი დიდობის ასაკში. იმ ასაკში, სადაც მთელი ცხოვრება მოგიწევდა ყოფნა. რა თქმა უნდა, იყო გაუცხოება, იყო სირთულეები, მაგრამ ზუსტად ამიტომ არის ცხოვრება საინტერესო და მრავალფეროვანი. თუნდაც ჩვენი ბავშვობა გავიხსენოთ, როდესაც სანტას ველოდებოდით; გავიხსენოთ, თუნდაც როგორი შიში აქვს ბავშვს მწარე ნემსის გაკეთებას, თუნდაც ის, როცა ჩვენზე უფროსი გვართმევდა სათამაშოს. მინდა, ყველას მოვუწოდო, რომ არასდროს დაუპირისპირდეთ საკუთარ თავს, პირიქით, დაუპირისპირდით პრობლემებს. ვებრძოლოთ პრობლემებს და არასდროს არ დანებდეთ. ზუსტად ამიტომ არის საინტერესო ცხოვრება, რომ უნდა გადალახო სირთულეები. როდესაც თითოეულ სირთულეს გადალახავ, უფრო ძლიერი და შემდგარი ადამიანი ხდები. არასდროს დაუხაროთ თავი სირთულეებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.