კახა კალაძე - მივესალმები ახალ და არა ერთსა და იმავე სახეებს, რომლებსაც ბოროტებისა და ცუდის მეტი არაფერი გაუკეთებიათ
კახა კალაძე - მივესალმები ახალ და არა ერთსა და იმავე სახეებს, რომლებსაც ბოროტებისა და ცუდის მეტი არაფერი გაუკეთებიათ

მივესალმები ახალ სახეებს და არა ერთსა და იმავე სახეებს, ვისაც ხალხი 20-25 წლის განმავლობაში ვხედავთ და სიბოროტის და ცუდის მეტი არაფერი გაუკეთებიათ, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ახალი პარტია „ლელო საქართველოსთვის“ დაფუძნების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

„ზოგადად ახალი პარტიების შექმნას მივესალმები, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ასევე მივესალმები ახალ სახეებს და არა ერთსა და იმავე სახეებს, ვისაც ხალხი 20-25 წლის განმავლობაში ვხედავთ და სიბოროტის და ცუდის მეტი არაფერი გაუკეთებიათ, თუნდაც ინდივიდუალურად ან კონკრეტული პარტიების სახით. ახალი პარტიების და ახალი სახების წარმოჩენას მხოლოდ დადებითად მივესალმები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ახალი პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ ფუძნდება. პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე, გენერალური მდივანი კი ბადრი ჯაფარიძე იქნება. პარტიის დამფუძნებლები ასევე არიან „შენების მოძრაობისა“ და „ახალი მემარჯვენეების“ წევრები.