კახა კალაძე - მის უწმინდესობასთან ყოველი შეხვედრა დიდი სიხარულის, იმედის და ბედნიერების მომტანია ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის
მის უწმინდესობასთან ყოველი შეხვედრა დიდი სიხარულის, იმედის და ბედნიერების მომტანია ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის, – ამის შესახებ დედაქალაქის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს.
„დღეს მქონდა პატივი, ვწვეოდი ჩვენს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია II-ს და მიმელოცა მისთვის დამდეგი შობა-ახალი წელი.
კიდევ ერთხელ ვულოცავ საქართველოს სულიერ მამას აღსაყდრებიდან 46-ე წლისთავს!
ვუსურვებ ჯანმრთელობას და დღეგრძელ სიცოცხლეს“, – წერს კახა კალაძე.