კახა კალაძე - მინისტრთა კაბინეტის დაკომპლექტებაზე გუნდში მსჯელობა დაწყებულია
კახა კალაძე - მინისტრთა კაბინეტის დაკომპლექტებაზე გუნდში მსჯელობა დაწყებულია

მინისტრთა კაბინეტის დაკომპლექტებასთან დაკავშირებით გუნდში მსჯელობა დაწყებულია, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მინისტრობის კანდიდატებს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი უახლოეს მომავალში წარადგენს.

“რაც შეეხება მინისტრთა კაბინეტს, ამაზე მსჯელობა გუნდში დაწყებულია და უახლოეს მომავალში წარმოდგენილი იქნება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მხრიდან ადამიანები, თუ ვინ იქნებიან მინისტრობის კანდიდატები”, – განაცხადა კახა კალაძემ.