კახა კალაძე - მინდა, მჯეროდეს, რომ სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებენ და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს მოგვცემენ
თბილისის მერი კახა კალაძე იმედოვნებს, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს მიიღებს და ამასთან დაკავშირებით სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, არ უნდა, რომ, უსამართლო გადაწყვეტილებით, ქვეყნის მოსახლეობაში იმედგაცრუება და ევროპის მიმართ სკეპტიციზმი გაჩნდეს.
„ისევ თუ არასამართლიანი, ის პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რომლის მცდელობაც წინაზე ჰქონდათ, რათა იგი ქვეყანაში არასწორად გამოეყენებინათ, ეს უკვე მათი გადასაწყვეტია, მაგრამ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა ამ ყველაფერს დაინახავს. არ მინდა, რომ, უსამართლო გადაწყვეტილებით, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაში იმედგაცრუება და ევროპის მიმართ სკეპტიციზმი გაჩნდეს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.