კახა კალაძე - მინდა მჯეროდეს, რომ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური ბატალიები არ იმოქმედებს თბილისის განვითარებაზე, წინსვლასა და რეფორმებზე
კახა კალაძე - მინდა მჯეროდეს, რომ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური ბატალიები არ იმოქმედებს თბილისის განვითარებაზე, წინსვლასა და რეფორმებზე

მინდა მჯეროდეს, რომ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური ბატალიები არ იმოქმედებს თბილისის  განვითარებაზე, წინსვლასა და რეფორმებზე, ის საშინელი ქაოტური პროცესი, რაც გამოვიარეთ თითქმის 30 წლის განმავლობაში, საბოლოოდ წარსულს ჩაბარდა და რეფორმები, რომლებიც დავიწყეთ, იქნება პერმანენტული და შეუფერხებლად განხორციელდება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა თბილისის ურბანული პოლიტიკის ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისი თქმით, პანდემიის და სხვა გამოწვევების მიუხედავად, გუნდმა შეძლო შეექმნა ქალაქის განვითარების წინაპირობა.

„მიმაჩნია, რომ ჩვენმა გუნდმა რაც შექმნა მთავარი,  ეს არის საფუძველი,  პლაცდარმი ყველა იმ რეფორმის თანმიმდევრულად განხორციელებისთვის, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენთვის და რაც  აუცილებელია ევროპული თანამედროვე დედაქალაქის სწორად ფუნქციონირებისთვის, მოქალაქეების  უსაფრთხო ცხოვრებისთვის. მომავალში ამ რეფორმების გაგრძელებით, დარწმუნებული ვარ, თბილისი იქნება გამართული ურბანული  პოლიტიკის  მატარებელი  ქალაქი, თანამედროვე სატრანსპორტო დაქსელვით, მწვანე ზონებით, ეკოლოგიურად სუფთა და ჰარმონიული  გარემოთი.

მინდა  მჯეროდეს,  რომ  ამ  ქვეყანაში  მიმდინარე  პოლიტიკური  ბატალიები  არ  იმოქმედებს  თბილისის  განვითარებასა და წინსვლაზე, არ იმოქმედებს რეფორმებზე და ის საშინელი ქაოტური პროცესი,  რაც  გამოვიარეთ  თითქმის 30 წლის განმავლობაში, საბოლოოდ წარსულს ჩაბარდა და ის რეფორმები, რომლებიც დავიწყეთ, იქნება პერმანენტული და შეუფერხებლად განხორციელდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.