კახა კალაძე - მიმდინარეობს მიზანმიმართული პროპაგანდა, ებრძვიან ყველაფერ ძვირფასს, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს, ებრძვიან სარწმუნოებას, საპატრიარქოს, ჩვენს ტრადიციებსა და ღირებულებებს
ეს ადამიანები ებრძვიან ყველაფერ ძვირფასს, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს. ებრძვიან სარწმუნოებას, საპატრიარქოს, ჩვენს ტრადიციებს, ღირებულებებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომელმაც უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, – „ბოლო პერიოდში საპატრიარქო თუ ხდება თავდასხმის ობიექტი ოპოზიციური პარტიებისა და მასთან დაკავშირებული ორგანიზაციების მხრიდან?“
კალაძის თქმით, მძიმეა ამ ყველაფრის მოსმენა და ეს ადამიანებში იწვევს გარკვეულ აგრესიას.
„ყველამ კარგად იცის, რომ მიზანმიმართული პროპაგანდა არის. ზოგადად, ეს ადამიანები ებრძვიან ყველაფერ ძვირფასს, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს. ებრძვიან სარწმუნოებას, საპატრიარქოს და ჩვენს ტრადიციებს, ღირებულებებს. ეს ხომ არ არის პირველი შემთხვევა. მთელი ამ წლების განმავლობაში ამ ყველაფერს ვხედავთ, ვუყურებთ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ახლა უფრო სააშკარაოზე აქვთ გამოტანილი და ძალიან მძიმეა ამ ყველაფრის მოსმენა, რაც ადამიანებში იწვევს გარკვეულ აგრესიას“, – აღნიშნა კახა კალაძემ.