ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავამთავროთ ამ ქვეყანაში თანამდებობით სარგებლობა -ამის შესახებ თბილისის მერმა კახი კალაძემ ყოფილი პრეზიდენტისთვის, მიხეილ სააკაშვილისთვის ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე 6 წლიანი პატიმრობის შეფარდების შესახებ დასმული კითხის საპასუხოდ განაცხადა.
დედაქალაქის მერი კატეგორიულად გამორიცხავს პოლიტიკურ დევნას მიხეილ სააკაშვილის მიმართ და აცხადებს, რომ კანონის წინაშე ყველა თანაბარია.
„ყველა საქმეზე, რომელზეც მიხეილ სააკაშვილს დანაშაული მიუძღვის, გამოძიება აუცილებლად უნდა გავიდეს ბოლოში და გამოიტანოს შესაბამისი განაჩენი. ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავამთავროთ ამ ქვეყანაში თანამდებობით სარგებლობა. კანონი ყველასთვის უნდა იყოს ერთი, უნდა იყოს უზენაესი და შესაბამისად, რა თანამდებობაც არ უნდა ეკავოს, იქნება ეს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, ქალაქის მერი თუ უბრალოდ ჩინოვნიკი, კანონის წინაშე ვართ თანასწორუფლებიანები. არანაირი პოლიტიკური დევნა არ არის“,-განაცხადა კალაძემ.
რაც შეეხება ყოფილი პრეზიდენტის საქართველოში დაბრუნების საკითხს, დედაქალაქის მერმა აღნიშნა, რომ სააკაშვილს არაერთხელ ჰქონდა დაბრუნების შესაძლებლობა, თუმცა გაურბის იმ კითხვებზე პასუხის გაცემას, რომელიც საზოგადოებას და პოკურატურას აქვთ.
„მას ჰქონდა საქართველოში დაბრუნების შესაძლებლობა, როდესაც დაკითხვაზე დაიბარეს, უარი განაცხადა ეპასუხა პროკურატურის შეკითხვებზე. როგორც მახსოვს, საუბარი იყო სკაიპით დაკითხვაზეც, თუმცა უარი განაცხადა. ეს ყველაფერი მეტყველებს, რომ ეს ადამიანი გაურბის საზოგადოების და გენერალური პროკურატურის კითხვებს“,-განაცხადა კალაძემ.