კახა კალაძე - მიხეილ სააკაშვილი ცდილობს, ქვეყანაში დესტაბილიზაცია, არეულობა შემოიტანოს, მაგრამ არ გამოუვა
კარი ჯერ კიდევ არის ღიად იმისთვის, რომ გარკვეულმა პოლიტიკოსებმა, პარტიებმა მიიღონ ის გადაწყვეტილება, რომელიც სასიკეთოა ჩვენი საზოგადოებისთვის, – ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძე განაცხადა.
რაც შეეხება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, სადაც ის ამბობს, რომ ოპოზიციიდან არავინ შესულა საქართველოს პარლამენტში ოთხი გვამის გარდა, ამასთან დაკავშირებით კალაძემ აღნიშნა, რომ სააკაშვილი მაქსიმალურად ცდილობს, ქვეყანაში შემოიტანოს დესტაბილიზაცია, არეულობა შექმნას, მაგრამ ამას ვერ შეძლებს.
„სადაც ყოფილმა პრეზიდენტმა პარლამენტში შესულ ოპოზიციონერებს პოლიტიკური გვამები უწოდა, ყველა ის პოლოტიკური პარტია, რომელიც იღებს რაციონალურ გადაწყვეტილებას ქვეყნის საკითილდღეოდ, მხოლოდ და მხოლოდ მივესალმები ამას. კარი ჯერ კიდევ არის ღიად იმისთვის, რომ გარკვეულმა პოლიტიკოსებმა, პარტიებმა მიიღონ ის გადაწყვეტილება, რომელიც სასიკეთოა ჩვენი საზოგადოებისთვის. რა თქმა უნდა არსებობს ისეთი პოლიტიკური გვამები, როგორიც არის მიხეილ სააკაშვილი, რომელიც გახლავთ კრიმინალი, კონკრეტულ საქმეებზე მას ბრალი ედება. შესაბამისად, ის მაქსიმალურად ცდილობს, რომ ქვეყანაში შემოიტანოს დესტაბილიზაცია, არეულობა, მაგრამ არ გამოუვა“, – განაცხადა კახა კალაძემ.