კახა კალაძე - მიხეილ სააკაშვილი არის პატიმარი, მას ექვსი წელი აქვს მისჯილი და აუცილებლად მოუწევს სასჯელის მოხდა
კახა კალაძე - მიხეილ სააკაშვილი არის პატიმარი, მას ექვსი წელი აქვს მისჯილი და აუცილებლად მოუწევს სასჯელის მოხდა

მიხეილ სააკაშვილი არის პატიმარი, მას აქვს ექვსი წელი მისჯილი და აუცილებლად მოუწევს მოიხადოს ექვსი წელი, სხვა დანარჩენ საქმეებზე მიმდინარეობას გამოძიება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი ამ დროისთვის გადაყვანილია კლინიკაში, რადგან ასე ჩათვალა საჭიროდ სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა.

„როდესაც იგივე უწყება საჭიროდ ჩათვლის, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა დაბრუნდეს რუსთავის დაწესებულებაში, რა თქმა უნდა, მიიღებს ამ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.