კახა კალაძე - მგონია, სიცოცხლით სავსე თბილისის წინააღმდეგი ისეთი მარგინალური ჯგუფიც არ იქნება, როგორიც „ნაციონალური მოძრაობაა“
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ოპონენტების მოსაზრებებთან დაკავშირებით, რომლებმაც თბილისში, თავისუფლების მოედანზე, ნაძვის ხეზე გაკეთებული წარწერა – „სიცოცხლით სავსე ქალაქი“ გააკრიტიკეს, აღნიშნა, რომ თბილისი უნდა გახდეს სიცოცხლით სავსე და ამის წინააღმდეგი არავინ იქნება.
„ჩვენ უნდა ვეცადოთ, მიუხედავად განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებისა, ჩვენი ქალაქი გახდეს სიცოცხლით სავსე. მგონია, ამის წინააღმდეგი არავინ იქნება, თუნცად ყველაზე მარგინალური პოლიტიკური ჯგუფი, როგორიც არის „ნაციონალური მოძრაობა“.
მგონია, რომ მათაც ექნებათ სურვილი, ჩვენი ქალაქი უახლოეს მომავალში იყოს სიცოცხლით სავსე“, – განაცხადა კახა კალაძემ.