თბილისის მერიის ორგანიზებით, დედა ენის ბაღში, საახალწლო ქალაქში სტეფანეს ცოცხალი კონცერტი იმართება, რომელიც ბენდთან ერთად წარდგა მაყურებლის წინაშე. კონცერტს ღია სივრცეში მეუღლესთან ერთად ესწრება დედაქალაქის მერი კახა კალაძეც. ჟურნალისტებთან საუბრისას, მან კიდევ ერთხელ მიულოცა ახალი წელი მოსახლეობას.
„მინდა, მოგილოცოთ ძველით ახალი წელი, გისურვოთ წარმატებები, წინსვლა. სრულიად საქართვლოსთვის მინდა, 2018 წელი იყოს წარმატებების და იმ სურვილების ასრულების წელი, რომელსაც საახალწლოდ ჩაიფიქრებენ.
ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ის საახალწლო განწყობა, რომელიც სადღესასწაულო დღეებში იყო, შეგინარჩუნოთ, ოღონდ არა კონცერტებითა და სპექტაკლებით, არამედ იმ პროექტებით, რომლის განხორციელებასაც ვაპირებთ 2018 წელს“, – განაცხადა კახა კალაძემ.