კახა კალაძე აცხადებს, რომ მეტროსადგურ გოცირიძის რეაბილიტაციის სამუშაოები დასასრულს უახლოვდება
მეტროსადგურ გოცირიძის რეაბილიტაციის სამუშაოები დასასრულს უახლოვდება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ძალიან მალე მგზავრები შეძლებენ მეტროსადგურით სარგებლობას.
„ძალიან მალე გაკეთებული იქნება შესრულებულ სამუშაოებზე შესაბამისი ექსპერტიზა, რომელიც უნდა წარმოადგინოს კონტრაქტორმა კომპანიამ და ამის შემდეგ შესაძლებელი იქნება მეტროს გახსნა“, – განაცხადა კახა კალაძემ.