კახა კალაძე - მესმის ადამიანების, რომლებსაც ბენზინის ფასის მატებამ გარკვეული პრობლემები შეუქმნა, გამოსავალი არის ერთი, რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს ომი
საწვავის ფასები რომ გაიზარდა, ეს ცხადია, თუმცა, არსებობს ამის მიზეზები, ეს არის ომი, საერთაშორისო ბაზარზე ფასების ზრდა, რაც ძალიან ცუდია, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
„მესმის იმ ადამიანების, რომ ბენზინის ფასებმა მოიმატა და ეს გარკვეული პრობლემაა მათი ოჯახებისთვის. იმ ადამიანებისთვის, ვინც ყოველდღიურად საჭიროებს საწვავის შესყიდვას. არის სხვადასხვა სერვისები, მაგალითად ტაქსი, რომელიც ყოველდღიურად საჭიროებს საწვავის შესყიდვას და ეს რა თქმა უნდა, გარკვეული ტვირთი იქნება მათი ოჯახებისთვის.
გამოსავალი არის ერთი რამ, რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს ომი, რომელიც სერიოზული პრობლემაა არამხოლოდ ჩვენთვის და რეგიონისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის“,- განაცხადა კახა კალაძემ.