კახა კალაძე - მესამე ოლიმპიური ოქრო სამგზის ოლიმპიური ჩემპიონისგან, ლაშა ტალახაძემ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ჩვენი სახელოვანი ძალოსანი დაუმარცხებელია
კახა კალაძე - მესამე ოლიმპიური ოქრო სამგზის ოლიმპიური ჩემპიონისგან, ლაშა ტალახაძემ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ჩვენი სახელოვანი ძალოსანი დაუმარცხებელია

თბილისის მერი კახა კალაძე ლაშა ტალახაძეს სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონობას ულოცავს.

„დღევანდელი წარმატებული დღის ფინალი – მესამე ოლიმპიური ოქრო სამგზის ოლიმპიური ჩემპიონისგან.

გილოცავთ, ლაშა ტალახაძე კვლავ ოლიმპიური ჩემპიონია!

მადლობა ლაშას ამ გამარჯვებისთვის და საქართველოს გახარებისთვის!

ლაშა ტალახაძემ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ჩვენი სახელოვანი ძალოსანი დაუმარცხებელია.

წარმატებები ქართველ ოლიმპიელებს და საქართველოს!“ – წერს კახა კალაძე სოციალურ ქსელში.