დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, ამ ეტაპზე მერიის სხვა შენობაში გადატანა არ იგეგმება.
მისი თქმით, მერიის სხვა შენობაში გადასვლაზე განცხადებას მოგვიანებით გააკეთებს.
“ამ ეტაპზე მერიის სხვა შენობაში გადატანა არ იგეგმება. ამასთან დაკავშირებით განცხადებებს მოგვიანებით მოგახსენებთ“, – განაცხადა კალაძემ.
რაც შეეხება საახალწლო ღონისძიებებს, რომელზეც კახა კალაძის თქმით, საზოგადოების დიდი ინტერესია, ამასთან დაკავშირებით განცხადებას ხვალ გააკეთებს.