კახა კალაძე - მერია მცირე საოჯახო ტიპის სახლებიდან გასულ 18-21 წლის მოქალაქეებს ახალგაზრდული საცხოვრისის მომსახურებას ვაუჩერით დაუფინანსებს
თბილისის მერიამ მცირე საოჯახო ტიპის სახლებიდან გასულ 18-21 წლის მოქალაქეებს ახალგაზრდული საცხოვრისის მომსახურებას არამატერიალიზებული სახით, ვაუჩერით დაუფინანსებს, ვაუჩერის ღირებულება, შესრულებული სამუშაოს შესაბამისად, თვეში 500 ლარი იქნება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის ახალი პროგრამის ბენეფიციარი იქნებიან, თბილისში რეგისტრირებული 18-დან 21 წლამდე ასაკის პირები, რომლებიც სრულწლოვანების ასაკამდე ბოლო ერთ წელი თბილისის ტერიტორიაზე მოქმედი მცირე საოჯახო ტიპის სახლების ბენეფიციარები იყვნენ.
„სიახლეს ეხება მცირე საოჯახო ტიპის სახლებიდან გასული სრულწლოვანი პირების დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით დახმარებას, მხარდაჭერას. თქვენ იცით, რომ პრობლემას წარმოადგენს როდესაც ახალგაზრდები სრულწლოვნები ხდებიან და მანამდე მცირე საოჯახო ტიპის სახლებში იმყოფებოდნენ. როდესაც ზრდასრულები ხდებიან გადიან და აქვთ გარკვეული პრობლემები საცხოვრისის, სამუშაოს დაწყების, განათლების მიღების და ა.შ. ეს გარკვეულ პრობლემას წარმოადგენს. თბილისის მერიამ მცირე საოჯახო ტიპის სახლებიდან გასულ 18-21 წლის მოქალაქეებს ახალგაზრდული საცხოვრისის მომსახურებას არამატერიალიზებული სახით, ვაუჩერით დაუფინანსებს, ვაუჩერის ღირებულება, შესრულებული სამუშაოს შესაბამისად, თვეში 500 ლარი იქნება.
ამ ახალგაზრდებს ყოველთვიურად ექნებათ 500 ლარი ვაუჩერის სახით. ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის ახალი პროგრამის ბენეფიციარი იქნებიან, თბილისში რეგისტრირებული 18-დან 21 წლამდე ასაკის პირები, რომლებიც სრულწლოვანების ასაკამდე ბოლო ერთ წელი თბილისის ტერიტორიაზე მოქმედი მცირე საოჯახო ტიპის სახლების ბენეფიციარები იყვნენ 18 წლის შესრულების გამო დატოვე საცხოვრისი და ახალ საცხოვრებელს საჭიროებენ. ეს პროგრამა მათ ძალიან წაადგებათ. მინდა, ვთხოვო გელა ჩივიაშვილს, რომ მთავრობის სხდომის შემდეგ, კიდევ უფრო დეტალური ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას, რადგან მნიშვნელოვანი პროგრამაა და ამ ხელშეწყობით ბევრ ახალგაზრდას, ბევრ ადამიანს დავეხმარებით და ხელს შევუწყობთ ცხოვრების შემდეგ ეტაპზე“, – განაცხადა კახა კალაძემ.