კახა კალაძე - მელია გაიქცა, როგორც სჩვევია, ის არის ნათელი სახე იმ პოლიტიკური პარტიის, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ჰქვია
მელია გაიქცა, როგორც მას სჩვევია. როგორც ყოველთვის, გარბის, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ გუშინდელ დებატებთან დაკავშირებით განაცხადა.
კალაძის თქმით, ის ყველას მერი იქნება.
„ის არის ნათელი სახე იმ პოლიტიკური პარტიის, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ჰქვია და წარმოადგენს დესტრუქციულ ძალას, რომელიც ყოველთვის მოტივირებულია, რომ გარკვეული არეულობა და დაძაბულობა შემოიტანონ, მაგრამ ჩვენ რა თქმა უნდა, ამის საშუალება არ უნდა მივცეთ. მე არასდროს გამიხარდება, თუნდაც ის, რომ როდესაც ორ ოქტომბერს არჩევნებში დამარცხდება, ის გაიქცეს. არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაიქცეს. მე მისი მერიც ვიქნები. ყველა იმ ადამიანის მერი ვიქნები, ვისაც განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრებები აქვს“, – განაცხადა კალაძემ.
საქართველოს პირველ არხზე თბილისის მერობის ყველა კანდიდატს შორის დებატები გუშინ გაიმართა. ნიკა მელიამ მისასალმებელი სიტყვის შემდეგ, მერობის 16 კანდიდატის დებატები დატოვა.