კახა კალაძე - M1 კატეგორიის ტაქსის მძღოლები გრიპის ვაქცინას უფასოდ ჩაიტარებენ
M1 კატეგორიის ტაქსის მძღოლები გრიპის ვაქცინას უსასყიდლოდ ჩაიტარებენ, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ბრძანებით, განისაზღვრა ძალიან კარგი აქცია ტაქსის მძღოლების, როგორც რისკი და სპეციფიური პრიორიტეტი ჯგუფების იმუნიზაცია, M1 კატეგორიის ტაქსის მძღოლებს უსასყიდლოდ, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე ჩაუტარდეთ გრიპის ვაქცინაცია.
„ჩვენ გვექნება კომუნიკაცია თითოეულ მათგანთან, უკვე დაგზავნიალი ესემეს შეტყობინებები, სად უნდა შეძლონ მისვლა, სად უნდა მოხდეს მათი ვაქცინით უზრუნველყოფა. ეს არის აქცია, რომლის ფარგლებში მათ არანაირი გადასახადის გადახდა არ მოუწევთ. მინდა, მადლობა გადავუხადო დაავადებათა კონტროლის ცენტრს მხარდაჭერისთვის, თანადგომისთვის, მათ ექნებათ შესაძლებლობა ისარგებლონ ამ პროგრამით“, – განაცხადა კალაძემ.