კახა კალაძე - ლისის ტბა თავისი რეკრეარაციით არის უმნიშვნელოვანესი და შევთავაზებთ მესაკუთრეებს, თუ როგორ უნდა განვავითაროთ
დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, რამდენიმე თვე დასჭირდება ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის განასენიანების გეგმის ჩამოყალიბებას.
როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ლისის ტბა თავისი რეკრეარაციით არის უმნიშვნელოვანესი ქალაქისთვის.
„რამდენიმე თვე დასჭირდება, რომ ზუსტად მივაწოდოთ იმ ადამიანებს, ვისაც ნაკვეთები აქვს, თუ როგორ უნდა განვითარდეს ეს კონკრეტული ადგილი.
ზოგადად, ლისის ტბა თავისი რეკრეარაციით არის უმნიშვნელოვანესი ქალაქისთვის და სწორად რომ განვითარდეს, რომ არ მივიღოთ ქაოტური განაშენიანება ამ კონკრეტული ტერიტორიის, ჩვენ შევთავაზებთ იქ მესაკუთრეებს, თუ როგორ უნდა განვავითაროთ ის.
იქ უნდა იყოს დაბალი განაშენიანება, მაღალი განაშენიანება თუ ა.შ. დღის მდგომარეობით, იქ არ არსებობს არანაირი ინფრასტრუქტურა, არ არსებობობს გზები, წყალი კანალიზაცია და ა.შ.“, – აცხადებს კახა კალაძე.