კახა კალაძე ჯოვანი სკუდიერის ქუჩის და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის, ასევე, მხატვრების პავილიონების მოწყობის მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო
დედაქალაქის მერი კახა კალაძე თბილისის განვითარების ფონდის დირექტორ ლევან ჯღარკავასთან ერთად ჯოვანი სკუდიერის ქუჩის და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის, ასევე, მხატვრების პავილიონების მოწყობის მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო.
თბილისის განვითარების ფონდი სკუდიერის ქუჩაზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე კეთილმოწყობის, ასევე, მხატვრების პავილიონების მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს. პროექტის ფარგლებში, ასევე, გათვალისწინებულია არსებული საყრდენი კედლის გამაგრება, რესტავრაცია და მოპირკეთება, გამწვანების თარგების მოწყობა, დეკორატიული სანათების მონტაჟი; ახალი გარე განათების ბოძებისა და ქსელის მოწყობის სამუშაოები, სარწყავი სისტემის მოწყობა; უსაფრთხოების ქსელისა და ვიდეო-სამეთვალყურეო კამერების სისტემების მონტაჟი, მხატვრებისთვის განკუთვნილი სავაჭრო სტენდების მოწყობა; საფეხმავლო სივრცის კეთილმოწყობა.
სამუშაოების ღირებულება 1 349 916 ლარს შეადგენს და მისი დასრულება მიმდინარე წლის 20 სექტემბრისთვის იგეგმება.