კახა კალაძე - „ლელოს“ დამფუძნებლების მხრიდან საოცარი მუქარებია, ამ განცხადებებით ჩანს, ვინ არიან და რას წარმოადგენენ, ისეთ სისულელეებს აკეთებენ, სირცხვილისგან მანქანაც კი დაიწვა
პარტია „ლელოდან“, მისი დამფუძნებლების მხრიდან საოცარ მუქარებს ვისმენთ. ამ განცხადებებით ჩანს, ვინ არიან და რას წარმოადგენენ ეს ადამიანები. ისეთ სისულელეებს აკეთებენ, სირცხვილისგან მანქანაც კი დაიწვა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
კალაძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წიაღიდან წამოსულ პოლიტიკურ პარტიებს არჩევნებზე წარმატების არანაირი შანსი არ აქვთ.
„პოლიტიკური პარტიები, რაღაც სახელებს რომ ირქმევენ, ყველა „ნაციონალური მოძრაობის“ წიაღიდანაა აღმოცენებული. შეიძლება, მაშინ ბატონი ხაზარაძე არ იყო „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული წარმომადგენელი, მაგრამ თავისი ფუნქცია ჰქონდა და ყველამ კარგად ვიცით, რა იყო ამ ადამიანის ფუნქცია. შესაბამისად, დღეს როდესაც ვისმენთ მუქარებს, არაფერი შეცვლილა. როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ, ყველას გვახსოვს, რა საზიზღრობებით და სიმძმით გამოირჩეოდნენ. დღეს როდესაც ოპოზიციაში არიან, არაფრით შეცვლილან, იმავეს აკეთებენ, უბრალოდ, ნაკლები რესურსი და ნაკლები შესაძლებლობები აქვთ. არანაირი შანსი არ აქვთ არც წარმატების. თუ ბარიერს გადალახავენ, ეს იქნება მათთვის ძალიან დიდი წარმატება. პარტია „ლელოდან“, მისი დამფუძნებლების მხრიდან ვისმენთ ისეთ განცხადებებს, საოცარი მუქარებია. ამ განცხადებებით ჩანს, ვინ არიან ეს ადამიანები და რას წარმოადგენენ. ისეთ სისულელეებს აკეთებენ, სირცხვილისგან მანქანაც კი დაიწვა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.