კახა კალაძე - ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე გზის გაფართოებაზე ტენდერი გამოცხადდა
კახა კალაძე - ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე გზის გაფართოებაზე ტენდერი გამოცხადდა

ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე გზის გაფართოებაზე ტენდერი გამოცხადდა, – ამის შესახებ თბილისის მერმა განაცხადა.

კახა კალაძის განმარტებით, გაფართოება მხოლოდ გზის საფარს ეხება და ესტაკადის დამატებას არ გულისხმობს.

“ეს გულისხმობს მხოლოდ გზის გაფართოებას. ესტაკადების დამატება ამ კონკრეტულ მონაკვეთზე არ არის საჭირო. შესაბამისად, 2018 წელს განხორციელდება ეს ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც ლაგუნა ვერეს მიმდებარედ სამანქანო გზის გაფართოებას გულისხმობს. ეს არ მოიცავს თავად ლაგუნა ვერეს ტერიტორიას”, -აღნიშნა კალაძემ.