კახა კალაძე - კვლევებს ოპოზიციაც ატარებს, იციან, როგორი თანადგომა მაქვს, არ უნდათ ფულის გადაყრა წაგებულ არჩევნებში
კვლევებს ოპოზიციაც ატარებს, იციან, როგორი თანადგომა მაქვს, არ უნდათ ფულის გადაყრა წაგებულ არჩევნებში, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციურმა პარტიებმა წინასწარ იციან, რა შედეგი იქნება არჩევნებზე.
„კვლევებს ოპოზიციაც ხომ ატარებს, ხომ იციან, რა მდგომარეობაა, ვის რა მხარდაჭერა აქვს, როგორი თანადგომა აქვს კახა კალაძეს დედაქალაქში. ყველაფერი ძალიან კარგად იციან და არ უნდათ ფულის გადაყრა წაგებულ არჩევნებში. წინასწარ იციან, რა შედეგი იქნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.