კახა კალაძე - კორუმპირებულები, თაღლითები, მაიმუნები და „მეტრუპეები“ სად უნდა მოიკითხოთ, ჩემზე უკეთესად იცით
კახა კალაძე - კორუმპირებულები, თაღლითები, მაიმუნები და „მეტრუპეები“ სად უნდა მოიკითხოთ, ჩემზე უკეთესად იცით

როგორც ჭავჭავაძის გამზირთან მიმართებაში მოხვდათ სიმართლის მუშტი ცხვირ-პირში, იგივე მოგხვდებათ ახლაც, – ასე უპასუხა თბილისის მერი, კახა კალაძემ გავრცელებულ ინფორმაციას, თბილისში მეტროსადგურების სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, თითქოს სამუშაოებს ის კომპანიები ახორციელებენ, რომლებსაც მაღალი ძაბვის კაბელებზე მუშაობის გამოცდილება არ აქვთ.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, კონკრეტული ტენდერი გამოცხადებული იყო მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხრიდან და ეს არის აზიის განვითარების პროექტის ფარგლებში განხორციელებული პროექტი, რომლის ტენდერშიც გაიმარჯვა თურქულმა კომპანიამ.

„კორუმპირებულები, თაღლითები, მაიმუნები და “მეტრუპეები” სად უნდა მოიკითხოთ, იცით ჩემზე უკეთესად. რაც შეეხება ამ კონკრეტულ ტენდერს, როგორც ჭავჭავძესთან მიმართებაში მოგხვდათ სიმართლის მუშტი ცხვირ-პირში, ისევე მოგხვდებათ ახლაც. ეს კონკრეტული ტენდერი გამოცხადებული იყო მუნიციპალური განვითარების ფონდისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხრიდან, ეს არის აზიის განვითარების პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტი, რომელშიც, ტენდერში, გამარჯვებული კომპანია არის თურქული კომპანია, რომელიც ახორციელებს სამუშაოებს. თურქული კომპანია არის ის კომპანია, რომელსაც ჩვენთან აქვს ვალდებულება აღებული პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით, რომ ის შედგეს ხარისხიანად და რაც შეიძლება დროულად დასრულდეს. ქვეკონტრაქტორებზე მე ვერ გეტყვით, თქვენ შეგიძლიათ დაუსვათ კითხვები იმ კონკრეტულ კომპანიას, ვინც  გამარჯვებულია და ვინც არის ჩვენთან პასუხისმგებელი“, – განაცხადა კახა კალაძემ.