კახა კალაძე - კონსტიტუციას არღვევს პრეზიდენტი, რომელიც პირველი უნდა იცავდეს მას, ეს ყველაფერი ძალიან მძიმეა და შესაბამისი შედეგი ექნება
პრეზიდენტი არღვევს კონსტიტუციას და პატივს არ სცემს კანონებს, როცა პირველი უნდა იცავდეს კონსტიტუციას, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ეს ყველაფერი ძალიან მძიმეა.
„ალბათ აკვირდებით პროცესს, რომ მიზანმიმართულად მიმდინარეობს ხელშეწყობა, წახალისება, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვიოს. ამაზე დიდი უბედურება რა უნდა იყოს? კონსტიტუციას არღვევს ის ადამიანი და პატივს არ სცემს კანონებს, სახელმწიფოებრიობას, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, რომელიც პირველი უნდა იცავდეს. ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი და შესაბამისი შედეგი ექნება“, – განაცხადა კალაძემ.