კახა კალაძე - კონკრეტული პატიმარი თვითდაზიანების რეჟიმშია, ცხადია, დაიკლებს წონაში, როდესაც მიზანმიმართულად არ იღებს საკვებს შესაბამისი რაოდენობით
კონკრეტული პატიმარი თვითდაზიანების რეჟიმშია, ცხადია, დაიკლებს წონაში, როდესაც მიზანმიმართულად არ იღებს საკვებს შესაბამისი რაოდენობით, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერმა, კახა კალაძემ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განუცხადა.
„ზოგადად, პატიმრის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელი არის შესაბამისი უწყება, პენიტენციური სამსახური, რომელიც ყოველთვის ზრუნავს პატიმრის ჯანმრთელობის უსაფრთხოებაზე, მაგრამ აქ ჩვენ გვაქვს განსხვავებული სიტუაცია. არის კონკრეტული პატიმარი, რომელიც თვითდაზიანების რეჟიმშია და ძალიან ბევრჯერ გვისაუბრია ამასთან დაკავშირებით. ცხადია, ადამიანი დაიკლებს წონაში, როდესაც არ იღებს საკვებს შესაბამისი რაოდენობით და ამას აკეთებს მიზანმიმართულად. მიზანმიმართულად არის პიარკამპანია მასთან დაკავშირებით და რა არის საბოლოო მიზანი? როგორმე მოხდეს მისი დასხნა ციხიდან, რაც შეუძლებელია. მას ჩადენილი აქვს კონკრეტული დანაშაული. კანონის წინაშე კი ყველა ვართ თანასწორი“, – განაცხადა კახა კალაძემ.