კახა კალაძე - „კომპანია „სვეტს“ სერიოზული დარღვევები აქვს, უკანონოდ ახორციელებდნენ მშენებლობას
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, კომპანია „სვეტი“, სერიოზული დარღვევებით, უკანონოდ ახორციელებდა მშენებლობას.
როგორც მერმა ჟურნალისტებს „სვეტისთვის” მშენებლობის ნებართვის შეჩერებასთან დაკავშირებით განუცხადა, კომპანიამ ყველაფერი უნდა მოაწესრიგოს.
„კომპანია „სვეტს“ რაც შეეხება, სერიოზული დარღვევები აქვს. პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ უკანონოდ ახორციელებდნენ მშენებლობას. ჩვენ არავის მივცემთ შესაძლებლობას, რომ დედაქალაქში უკანონო მშენებლობები განახორციელონ. „ჰარი-ჰარალე“ და გაურკვეველი საქმიანობები დამთავრდა და ვერ მოხდება, არ მოხდება. შესაბამისად, კეთილი ინებონ, მწყობრში მოიყვანონ ყველაფერი“, – განაცხადა თბილისის მერმა.