კახა კალაძე - კომპანია, რომელიც მეტროსადგურ „გოცირიძის“ რეაბილიტაციას აკეთებდა, არის უპასუხისმგებლო, მინდა, დავავალო შესაბამის სამსახურებს, გაწყვიტეთ ხელშეკრულება ამ კომპანიასთან
კომპანია შპს „მამისონი“, რომელიც მეტროსადგურ „გოცირიძის“ რეაბილიტაციას აკეთებდა, არის პრობლემური, უპასუხისმგებლო კომპანია, შესაბამისად, ჩვენ არ ვთლით საჭიროდ, რომ მოხდეს ამ კომპანიასთან სამუშაოების გაგრძელდება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, მეტროსადგურ „გოცირიძის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები ძალიან დიდი დაგვიანებით დასრულდა, თუმცა არის რამდენიმე პრობლემა, რომელიც გამოსასწორებელია.
„სამუშაოების დაგვიანების გარდა, მნიშვნელოვანია, რომ კომპანიამ არ აწარმოა საჭირო დოკუმენტაცია, ჯერ არ ჩატარებულა შესაბამისი ექსპერტიზა. მიმდინარეობს ექსპულატაციაში მიღების პროცედურები, დადგენილია გარკვეული დეფექტები, რომლebსაც სჭირდება გამოსწორება.
აღნიშნული კომპანია, ვინც ამდენი ხნის განმავლობაში აწარმოებდა სამუშაოებს, არის ძალიან პრობლემური, უპასუხისმგებლო კომპანია, შესაბამისად, ჩვენ არ ვთლით საჭიროდ, რომ მოხდეს ამ კომპანიასთან სამუშაოების გაგრძელდება და არც იმაში ვართ დარწმუნებული, რომ ეს კომპანია დადგენილი დეფექტების გამოსწორებას შეძლებს. მინდა, დავავალო ვიცე-მერს, ასევე სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელს, რომ გაწყვიტოთ ხელშეკრულება აღნიშნულ კომპანიასთან. ეს არის უპასუხისმგებლო კომპანია და არ გვაქვს სურვილი მათთან თანამშრომლობის. მიიღეთ ყველა ზომა, რომ აღნიშნული კომპანია ვერცერთ სატენდერო პროცედურებში ვეღარ მოხვდეს მომდევნო წლების განმავლობაში. გააკეთეთ ყველა გადასადგმელი ნაბიჯი, რაც მოახდენს აღნიშნული კომპანიის გაშავებას. ასეთი კომპანიები არის მხოლოდ და მხოლოდ დამაზიანებელი.
ყველანაირი ხელშეწყობა იყო ჩვენი მხრიდან, მესმის, რომ იყო გარკვეული პრობლემები, დადგინდა ხარვეზები. აღნიშნული ბაქანი რეაბილიტაციას არ ექვემდებარებოდა, ყველაფრის გათვალისწინებით, მესმის, რომ იყო პრობლემები ამდენი ხნის განმავლობაში. ელემენტარულ დოკუმენტწარმოებას ვერ ახორციელებს და არ გაქვს დოკუმენტები წარმოდგენილი, ეს ძალიან მძიმეა. შესაბამისად, ყველა სამუშაო, რაც არის ჩასატარებელი და გამოსასწორებელი, აიღეთ პასუხისმგებლობა და ჩვენვე გამოვასწოროთ. თანხები რაც დაიხარჯება სასამართლოს გზით მოსთხოვეთ აღნიშნულ კომპანიას. ეს კომპანია გახლავთ შპს „მამისონი“. რაც შეიძლება სწრაფად გამოვასწოროთ დეფექტები, რაც არის დადგენილი და ყველაფერი გავაკეთოთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ექსპულატაციაში მიღება, რომ მოემსახუროს მგზავრებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.