კახა კალაძე კინორეჟისორ გიორგი შენგელაიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
თბილისის მერი კახა კალაძე კინორეჟისორ გიორგი შენგელაიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. ამის შესახებ დედაქალაქის მერი სოციალურ ქსელში წერს.
„მინდა, მწუხარება გამოვთქვა ცნობილი ქართველი კინორეჟისორისა და მსახიობის, გიორგი შენგელაიას გარდაცვალების გამო.
გიორგი შენგელაიამ ქართულ კინოს არაერთი საინტერესო ფილმი და კინოსახე შემატა.
ვუსამძიმრებ ქართული კინოს მოღვაწეებს, გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და მის მეგობრებს“, – წერს კახა კალაძე „ფეისბუქზე“.
ქართველი კინორეჟისორი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი, საქართველოს სახალხო არტისტი გიორგი შენგელაია 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.