კახა კალაძე - კიდევ ერთი ღირსეული კაცი დააკლდა ჩვენს ქალაქს და ქვეყანას, თენგიზ ცერცვაძეს დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართულ მედიცინაში
თბილისის მერი კახა კალაძე თენგიზ ცერცვაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
კალაძე თანაუგრძნობს ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს.
„კიდევ ერთი ღირსეული კაცი დააკლდა ჩვენს ქალაქს და ქვეყანას – თბილისის საპატიო მოქალაქე, ცნობილი იმუნოლოგი, პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი თენგიზ ცერცვაძე. ბატონ თენგიზს დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართულ მედიცინაში. ის იყო არაერთი სამეცნიერო ნაშრომის და სახელმძღვანელოს ავტორი.
მთელი გულით ვიზიარებ თენგიზ ცერცვაძის ოჯახის, ახლობლების, კოლეგების გულისტკივილს“, – წერს კახ აკალაძე სოციალურ ქსელში.
იმუნოლოგი, პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი თენგიზ ცერცვაძე 76 წლის ასაკში გარდაიცვალა.