კახა კალაძე კიბერშეტევის საქმის გამოძიებაში ჩართულ უწყებებსა და საერთაშორისო პარტნიორებს მადლობას უხდის
თბილისის მერი კახა კალაძე კიბერშეტევის საქმის გამოძიებაში ჩართულ უწყებებსა და საერთაშორისო პარტნიორებს მადლობას უხდის.
კახა კალაძემ აღნიშნულ საკითხზე კომენტარი მედიასთან ბათუმში გააკეთა.
„ძალიან მნიშვნელოვანი იყო გამოძიების წარმართვა. მინდა, მადლობა გადავუხადო უწყებას, რომლიც ჩართული იყო გამოძიების დეტალებში და ასევე, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. საზოგადოებისთვის გუშინ გახდა ცნობილი, თუ ვისგან მოდიოდა ეს შეტევა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მიმდინარე წლის 20 თებერვალს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ 2019 წლის ოქტომბერში საქართველოში კიბერშეტევა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბმა განახორციელა.