ხვალიდან საბავშვო ბაღები დროებით მთლიანად დაიხურება, ვიდრე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა არ გამოსწორდება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება გუშინ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს.
„ბაგა-ბაღებში სწავლა განვაახლეთ, თუმცა ძალიან მალე, 40-მდე ბაღის დახურვა მოგვიწია. არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, გუშინ ბევრი მსჯელობა იყო უწყებათშორის საბჭოზე. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ხვალიდან საბავშვო ბაღები დროებით მთლიანად დაიხურება, ვიდრე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა არ გამოსწორდება. ვუფრთხილდებით ჩვენი შვილების ჯანმრთელობის უსაფრთხოებას და ხვალიდან ბაღებში დროებით შეჩერდება სააღმზრდელო პროცესი“, – განაცხადა კახა კალაძემ.