კახა კალაძე - ხომ ამბობენ მზარდი რეიტინგი აქვს ოპოზიციასო, არის ხუთპროცენტიანი ბარიერი და ვნახოთ, რამდენი პოლიტიკური პარტია გადალახავს ამ ბარიერს
როდესაც ირაკლი კობახიძემ ბარიერის საკითხზე განცხადება გააკეთა, ეს იყო, მაშინ თუ მოგვცემდნენ სტატუსს, შეიძლებოდა ამ თემაზე საუბარი, დღეს ამაზე საუბარი საერთოდ არ არის, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
კალაძის თქმით, ყველა დაინახავს, რამდენი პარტია გადალახავს ხუთპროცენტიან ბარიერს.
„ხომ აქვთ პრეტენზია, ხომ ამბობენ მზარდი რეიტინგი აქვს ოპოზიციასო. არის ხუთპროცენტიანი ბარიერი და ვნახოთ, რამდენი პოლიტიკური პარტია გადალახავს ამ ხუთპროცენტიან ბარიერს. როდესაც პოლიტიკოსობაზე გაქვს პრეტენზია, თუ ხუთპროცენტიან ბარიერს ვერ გადალახავ და საზოგადოების მხარდაჭერა არ გაქვს, რა გინდა საერთოდ პოლიტიკაში და რა პრეტენზია გაქვს?“ – განაცხადა კალაძემ.