კახა კალაძე - ხელს არავის ვუშლით ბიზნესში, მაგრამ ტროტუარზე გავლა როცა შეუძლებელია, ეს ხელს უშლის ათიათასობით ადამიანს
ხელს არავის ვუშლით ბიზნესში, მაგრამ ტროტუარზე გავლა როცა შეუძლებელია, ეს ხელს უშლის ათიათასობით ადამიანს, – ასეთი კომენტარი გააკეთა თბილისის მერმა, კახა კალაძემ მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიიდან გარემოვაჭრეების გაყვანის გადაწყვეტილებაზე.
კახა კალაძის თქმით, მოვაჭრეებს დაეხმარებიან ბაზრობების ხელმძღვანელებთან კომუნიკაციაში, რათა მათ საქმიანობა განაგრძონ.
„ჩვენ არავის ხელს არ ვუშლით ბიზნესისა და ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებაში, მაგრამ ყველაფერი უნდა იყოს წესრიგის ფარგლებში. როდესაც ტროტუარზე გავლა შეუძლებელია, ეს ხელს უშლის ათიათასობით ადამიანს.
ძალიან ბევრი შეტყობინება შემოდის ამასთან დაკავშირებით. ჩვენ მაქსიმალურად დავეხმარებით კომუნიკაციაში ბაზრობების ხელმძღვანელებთან იმისთვის, რომ ამ ადამიანების საქმიანობა შესაძლებელი იყოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.