კახა კალაძე - კეზერაშვილის მცდელობა, შეინარჩუნოს სახე, პიარული სვლაა, თუმცა ყველამ კარგად იცის, რას წარმოადგენენ კეზერაშვილი და „ქოლცენტრები“
დავით კეზერაშვილის მცდელობა, შეინარჩუნოს სახე, პიარული სვლაა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
კალაძის თქმით, ყველამ ძალიან კარგად იცის, რას წარმოადგენენ კეზერაშვილი და „ქოლცენტრები“.
„კეზერაშვილის თაღლითური სქემა ყველამ ძალან კარგად ვიცოდით, ვიდრე „ბიბისის“ ჟურნალისტური გამოძიება დადებდა. საქართველოს უწყებებმა გამოააშკარავეს, რომ კეზერაშვილი იყო მთავარი თაღლითი, კონკრეტული სქემით იწვევდა უცხოელი პენსიონერების გაუბედურებას. იცით, რომ ამაში ჩართულია ასევე ჩვენი მეგობარი ქვეყნის შესაბამისი უწყებები და მიმდინარეობს გამოძიება. ყველა შეკითხვას პასუხი გაეცემა. მცდელობა, შეინარჩუნოს სახე, პიარული სვლაა, თუმცა ყველამ ძალიან კარგად იცის ყველაფერი, რას წარმოადგენენ ეს ადამიანი და აღნიშნული „ქოლცენტრები“, – განაცხადა კალაძემ.