კახა კალაძე - კატეგორიული მოთხოვნაა, რომ ბაღებში მშობლებმა წარმოადგინონ ცნობა ბავშვების ჯანმრთელობისა და აცრების შესახებ
ჩვენთვის უსაფრთხოება არის მნიშვნელოვანი, მითუმეტეს, როცა საუბარია პატარებსა და ჩვენს შვილებზე, მომავალ თაობაზე, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისში, ერთ-ერთ ბაღში ჩუტყვავილას ვირუსით მცირეწლოვნის გარდაცვალების საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.
“რაც შეეხება შემოწმებას, ჩვენი კატეგორიული მოთხოვნაა, რომ მშობლებმა უნდა წარმოადგინონ ცნობა ბავშვის ჯანმრთელობასთან და აცრებთან დაკავშირებით. როდესაც ჩვენი მხრიდან იყო მოთხოვნა, ამან მშობლებში გარკვეული უკმაყოფილება გამოიწვია, თუმცა ჩვენ მოსვლის პირველივე დღიდან ვამბობთ, რომ ჩვენთვის უსაფრთხოება არის მნიშვნელოვანი, მითუმეტეს, როცა საუბარია პატარებსა და ჩვენს შვილებზე, მომავალ თაობაზე”, – განაცხადა კალაძემ.