კახა კალაძე - კატეგორიულად მიუღებელია რუსეთის შეჭრა უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე
კატეგორიულად მიუღებელია რუსეთის შეჭრა უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე და საომარი მოქმედებების წარმოება, რაც ეწინააღმდეგება ყველანაირ სამართლებრივ პრინციპებს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
კითხვაზე, ვინ დაიწყო ომი უკრაინაში, კახა კალაძემ ჟურნალისტებს მიმართა: „თქვენ არ უსმენთ ჩემს განცხადებებს, არ ესწრებით მთავრობის სხდომებს?“.
მისი თქმით, იგი ყოველდღიურად აკეთებს უკრაინის მხარდამჭერ განცხადებებს, რაზეც მედიას აქვს სრული წვდომა.
„მე არაერთი განცხადება გავაკეთე უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე. კატეგორიულად მიუღებელია რუსეთის შეჭრა უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე და საომარი მოქმედებების წარმოება, რაც ეწინააღმდეგება ყველანაირ სამართლებრივ პრინციპებს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.