კახა კალაძე კახეთის გზატკეცილზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
თბილისის მერი კახა კალაძე კახეთის გზატკეცილზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.
თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის საქალაქო სამსახურმა კახეთის გზატკეცილის 9,5-კილომეტრიანი ცენტრალური სავალი ნაწილის კაპიტალური აღდგენა დღეს დაიწყო.
როგორც კახა კალაძემ განაცცხადა, სამუშაოები შვიდ თვეში დასრულდება. მისი თქმით, გამოიცვლება საფუძველი და მიწისქვეშა კომუნიკაციები, ასეცე მოეწყობა 360 ჭა, ბორდიურები და 10 000 კვადრატული მეტრი ტროტუარი.
„კახეთის მაგისტრალი, აეროპორტისკენ მიმავალი გზა მძიმე მდგომარეობაში იყო. საერთო სიგრძე დაახლოებით 23 კმ იქნება ორივე მიმართულებით. სამუშაოები დღისა და ღამის განმავლობაში განხორციელდება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ღირებულებით იმ თვალსაზრისით, რომ ქალაქში შემოსასვლელია, ასევე მნიშვნელოვანია ტურისტების თვალსაზრისით. აეროპორტიდან როდესაც ამ გზას გამოივლიან, შთაბეჭდილება შეექმნებათ ქალაქსა და ქვეყანაზე, როდესაც ამ გზას გამოივლიან“, – განაცხადა კახა კალაძემ.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული არის კომპანია „ჯეო გრუპი“ განახორციელებს.
რეაბილიტაციის მომდევნო ეტაპზე სრულიად გამოიცვლება გარე განათების ქსელი და მოეწყობა გამწვანების ღონისძიებები: სამუშაოების პერიოდში ცენტრალური სავალი ნაწილი სრულიად შეიზღუდება და ავტოსატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას მარჯვენა და მარცხენა სათადარიგო ზოლებით შეძლებენ.
პროექტის განსახორციელებლად თბილისის მერიის ბიუჯეტიდან 42 მილიონ 937 537 ლარი დაიხარჯება.