კახა კალაძე - კადრების შემცირება ჩვენი თვითმიზანი არ არის
კახა კალაძე - კადრების შემცირება ჩვენი თვითმიზანი არ არის

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მერიის მიერ გამოცხადებული რეორგანიზაცია თებერვლის ბოლოს დასრულდება და ამის შემდეგ იქნება ზუსტი შედეგი, ვინ წავა და ვინ მოვა.

ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„კადრების შემცირება ჩვენი თვითმიზანი არ არის. ჩვენთვის მთავარია პროფესიონალიზმი, კომპეტენტურობა და პატიოსნება. შესაბამისად, რეორგანიზაციის ფარგლებში, რომელიც გამოცხადებული გვაქვს, ვმოქმედებთ კანონის ფარგლებში. რეორგანიზაცია თებერვლის ბოლოს დასრულდება  და მივიღებთ ზუსტ შედეგს, ვინ წავა და ვინ მოვა“, –  აღნიშნა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღევანდელ პრეზენტაციაზე თბილისის მერმა განაცხადა, რომ დედაქალაქის მერიაში სტრუქტურული ცვლილებები განხორციელდება.

ცვლილებების მიხედვით, სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს გამოეყოფა ურბანული განვითარების მიმართულება და არქიტექტურის სამსახური მხოლოდ სერვისებზე ორიენტირებული სტრუქტურა გახდება. ამასთან, იქმნება ურბანული განვითარების საქალაქო სამსახური.