კახა კალაძე - ჯანსაღი ცხოვრების წესი მნიშვნელოვანია და თითოეულ ჩვენგანს ყოველდღიურ საქმიანობაში გამოგვადგება
ჯანსაღი ცხოვრების წესი ჩვენთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტული მიმართულება იყო, ჩვენ ამაზე ჯერ კიდევ წინასაარჩევნო პერიოდში ვსაუბრობდით და ამ პროექტის განხორციელება დავიწყეთ, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, დედაქალაქში სხვადასხვა მიმართულებით ბევრი საინტერესო ღონისძიებები იმართება.
„მე შემიძლია ორი ძალიან საინტერესო პროექტი გამოვყო. ეს არის “თბილისის ცის ქვეშ” და ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე 13 სპორტულ სახეობაში სხვადასხვა ღონისძიებები, რომელიც ყოველი კვირის პარასკევს, შაბათსა და კვირას გაიმართება. ძალიან ბევრი ახალგაზრდაა ჩართული. თუმცა ჩვენ გვგონია, რომ ძალიან დიდი რესურსი გვაქვს, რათა ეს მიმართულება არა მხოლოდ დედაქალაქის, არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბით კიდევ უფრო გავაძლიეროთ. ჩვენ დღეს ორ ძირითად მიმართულებაზე შევთანხმდით. ერთია, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით სტრატეგია ჩამოყალიბდეს, თუ როგორ მივდივართ და როგორ გავაორმაგოთ ადამიანების რაოდენობა ვინც ჯანსაღ სპორტულ ცხოვრებაში ჩართული იქნება. არ არის აუცილებელი ყველ პროფესიონალი სპორტსმენი გამოვიდეს. ზოგადად ყოველდღიურობაში ჯანსაღი ცხოვრების წესი მნიშვნელოვანია და თითოეულ ჩვენგანს ყოველდღიურ საქმიანობაში ძალიან გამოგვადგება”, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა იმედი გამოთქვა, საინტერესო სპორტი აქტივობებში ყველა ასაკის ადამიანი ჩაერთვება.