კახა კალაძე - ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს სიმართლეს, ყველაზე მთავარი არის ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ინტერესები
დედაქალაქის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყანამ უახლოეს წარსულში რთული პერიოდი გამოიარა და დღეს ქვეყნის ინტერესი მისი მშვიდობიანი განვითარებაა.
ამის შესახებ მან შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ მედიას განუცხადა.
„ირაკლი ღარიბაშვილის ყველა გამოსვლა, მისი განცხადებები და გამოყენებული საერთაშორისო პლატფორმები ყოველთვის გაჯერებულია ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. ირაკლი ღარიბაშვილი გამოდის და ამბობს სიმართლეს. მესმის, რომ ეს ჩვენი პარტნიორებისთვის ძალიან მტკივნეული და რთულად მოსასმენია, თუმცა ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ სიმართლე, უნდა ვუთხრათ სიმართლე მეგობრებს. ყოველთვის უნდა გავატაროთ ჩვენი ქვეყნის და ხალხის ინტერესები… ჩვენ ძალიან რთული და ცუდი გამოცდილება გვაქვს, გვქონდა ომი, დავკარგეთ ტერიტორიები, გვყავს უამრავი გარდაცვლილი ადამიანი – მშვიდობიანი მოსახლეობა, დაკარგული ტერიტორიები, ჩვენი გმირი ჯარისკაცები და რა მივიღეთ ამით?! მხოლოდ და მხოლოდ შეშფოთება და აღშფოთება. ასე რომ, უნდა გავაცნობიეროთ უახლესი წარსული და გავატაროთ ჩვენი ქვეყნის და ხალხის ინტერესები“, – განაცხადა თბილისის მერმა.