კახა კალაძე - იმედი მაქვს, ოპოზიციაში არიან ადამიანები, რომლებიც სახელმწიფოებრივად აზროვნებენ
ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ოპოზიციაში არიან ადამიანები, რომლებიც სახელმწიფოებრივად აზროვნებენ, ყველაზე შეუძლებელია ამის თქმა, თუმცა არიან კონკრეტული ადამიანები, – ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი კახა კალაძე არჩევნების მეორე ტურზე ოპოზიციის ბოიკოტს.
კალაძის თქმით, საზოგადოებამ პოლიტიკოსებს მისცა ხმა, რადგან მათ იმუშაონ პარლამენტიდან.
„დღეს ხმა მივეცი ქვეყანაში მშვიდობას, სტაბილურობას, ეკონომიკურ განვითარებასა და წარმატებულ საქართველოს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ყველაფერი ძალიან სჭირდება ჩვენს ქვეყანას. რაც შეეხება პოლიტიკური ჩიხს, იცით, რომ მოლაპარაკებები დაწყებულია, ჩართული არიან ფასილიტატორი ელჩები, რისთვისაც მათ მადლობა მინდა გადავუხადო. მგონია, რომ ოპოზიცია იმოქმედებს გონივრულად, შევლენ პარლამენტში და იქ გაგრძელდება მუშაობა. ხელახალი არჩევნების ჩატარების არანირი საფუძველი არ არსებობს. საზოგადოებამ პოლიტიკურ გუნდებს, პოლიტიკოსებს მისცა ხმა, რადგან მათ იმუშაონ პარლამენტიდან, შესაბამისად, ძალიან დიდი უპასუხისმგებლობა მგონია, ქუჩაში დგომა მათი მხრიდან და არდაფასება თავიანთი ამომრჩევლების. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ოპოზიციაში არიან ადამიანები, რომლებიც სახელმწიფოებრივად აზროვნებენ, ყველაზე შეუძლებელია ამის თქმა, თუმცა არიან კონკრეტული ადამიანები, მგონი, საზოგადოება ყველაფერს მიხვდება“, – განაცხადა კალაძემ.