კახა კალაძე - იმ სახელმწიფოს დედა ვატირე, გრიგოლა ვაშაძე რომ გადატრიალებას დაუპირებს, იტრიალონ საკუთარ საწოლებში
თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები განცხადებები სასაცილოა.
„ეს არის გაკოტრებული პოლიტიკური პარტია. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ ისინი გაისროლა პოლიტიკურ ნაგავსაყრელზე. მათი დესტრუქციული ქმედებები სიახლე არ არის საზოგადოებისთვის.
მისივე თქმით, მთელი საარჩევნო პერიოდის განმავლობაში და ახლაც „ნაციონალური მოძრაობისგან“ ისმოდა, რომ სურვილი აქვთ, ქვეყანაში შემოიტანონ დესტაბილიზაცია, დაპირისპირება, საუბრობდნენ დამხობაზე.
„ჯერ იმ ხელისუფლების და იმ სახელმწიფოს დედა ვატირე, გრიგოლა ვაშაძე რომ გადატრიალებას დაუპირებს. თვითონ იტრიალონ საკუთარ ოჯახებში და საკუთარ საწოლებში რამდენიც უნდათ. სახელმწიფოს და სახელმწიფო სტრუქტურებს თავი დაანებონ, თორემ ყველას მოუწევს პასუხისგება თავის ქმედებებზე, ვინც კანონის წინააღმდეგ წავა“, – განაცხადა კახა კალაძემ.