კახა კალაძე - იკვეთებოდა, რომ კონსორციუმი ვერ შეძლებდა ანაკლიის პროექტის განხორციელებას
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა ვერ შეძლო წარმოედგინა ის თანხა, რომლითაც სამომავლოდ ანაკლიის პროექტი უნდა განხორციელებულიყო.
„პროექტის განხორციელება ჩვენთვის მნიშვნელოვანია. რამდენიმეჯერ მოხდა ვადის გადაწევა. იყო ხელშეწყობა იმისთვის, რომ მათ მოეტანათ გარკვეული ინვესტიცია, კაპიტალი, რათა პროექტი განეხორციელებინათ.
დღეს ჰქონდათ ბოლო ვადა, რომ წარმოედგინათ უკვე ეს თანხები იმისთვის, რომ სამომავლოდ ეს პროექტი განხორციელებულიყო, თუმცა ვერ შეძლეს. ძალიან ცუდია ეს, თუმცა იკვეთებოდა ის, რომ ესენი ვერ შეძლებდნენ ამ პროექტის განხორციელებას,“ – განაცხადა კალაძემ.