კახა კალაძე - გვაქვს ადგილები, სადაც გადასასვლელი ხიდების არსებობა არ გვჭირდება, თუმცა არის ისეთი ადგილები, სადაც საჭიროა ასეთი ხიდების გაკეთება
კახა კალაძე - გვაქვს ადგილები, სადაც გადასასვლელი ხიდების არსებობა არ გვჭირდება, თუმცა არის ისეთი ადგილები, სადაც საჭიროა ასეთი ხიდების გაკეთება

გვაქვს ადგილები, სადაც გადასასვლელი ხიდების არსებობა არ გვჭირდება, თუმცა არის ისეთი ადგილები ქალაქში, სადაც საჭიროა ასეთი ხიდების გაკეთება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კალაძის თქმით, სადაც ხიდების დემონტაჟი მოხდა, ზებრა გადასასვლელი მოეწყო, თუმცა არის ადგილები, სადაც ხიდები საჭიროა.

„გვაქვს ისეთი ადგილები, სადაც ხიდების არსებობა არ გვჭირდება, არ არის ამის საჭიროება, ამის აუცილებლობა, რადგან ამ კონკრეტულ ქუჩებზე, სადაც მოხდა ხიდების დემონტაჟი, იქ კეთდება ზებრა გადასასვლელები. ჩვენ საგზაო ინფრასტრუქტურა ამის შესაძლებლობას გვაძლევს, თუმცა ქალაქში არის ისეთი ადგილები, სადაც საჭიროა ასეთი საფეხმავლო ხიდების გაკეთება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კითხვაზე, ძველი ხიდების გამოყენება თუ არის შესაძლებელი, კალაძემ უპასუხა, რომ ვერ გამოიყენებდნენ, რადგან სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენდა მასზე გადაადგილება.

„ძველს ვერ გამოვიყენებთ, რადგან ფაქტობრივად გაუბედურებული და სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა ადამიანებისთვის ასვლა-ჩამოსვლის თვალსაზრისით“, – განაცხადა კახა კალაძემ.