თბილისის მერი კახა კალაძე თეატრისა და კინოს მსახიობის, გურანდა გაბუნიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„ვწუხვარ ცნობილი ქართველი მსახიობის, ქართული კინოსა და თეატრის ბრწყინვალე წარმომადგენლის – გურანდა გაბუნიას გარდაცვალების გამო.
გურანდა გაბუნიას არაერთი შესანიშნავი პერსონაჟი გაუცოცხლებია მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე. ასევე, დიდი სიყვარულით სარგებლობენ მისი კინოგმირები, რაც მსახიობის შემოქმედების უდავო აღიარებაა.
ვუსამძიმრებ გურანდა გაბუნიას ოჯახს, მის ახლობლებს, თეატრალურ საზოგადოებას, სრულიად საქართველოს მსახიობის გარდაცვალებას“, – წერს კახა კალაძე „ფეისბუქზე“.
თეატრისა და კინოს მსახიობი გურანდა გაბუნია 80 წლის ასაკში, ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.