თბილისის მერი კახა კალაძე მწერალ გურამ დოჩანაშვილს დაბადების დღეს ულოცავს.
მისალოც წერილს კახა კალაძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.
„დაბადების დღეს ვულოცავ ქართველ კლასიკოსს, თანამედროვეობის გამორჩეულ მწერალ გურამ დოჩანაშვილს. ჩვენ ყველას გვყავს ჩვენი წილი დოჩანაშვილი – კაცი, რომელიც გვაყვარებს არა მხოლოდ ლიტერატურას, არამედ კაცობრიობას, მთელ სამყაროს. დიახ, დედამიწას სიყვარული ამოძრავებს და დღეს, მთელი მსოფლიოსთვის რთულ პერიოდში, ეს კიდევ უფრო თვალნათელია. ჯანმრთელობას და ხანგრძლივ შემოქმედებით სიცოცხლეს ვუსურვებ ბატონ გურამს ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ“, – წერს კახა კალაძე.
გურამ დოჩანაშვილი 81 წლის გახდა.