კახა კალაძე - გუნდში ვხედავ რესურსს, რომ ნარკოპოლიტიკის რეფორმაზე შეჯერება მოხდეს
მგონია, გუნდში შესაძლებელი იქნება შეჯერება ნარკოპოლიტიკის რეფორმირების მიმართულებით, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერმა, კახა კალაძემ განუცხადა.
„მე გუშინაც გავაკეთე განცხადება, რომ მუშაობა დაწყებული აქვს პარლამენტს ან მიმართულებით. გუნდშიც მიმდინარეობს მსჯელობა. იყო აზრთა სხვადასხვაობა. არის გარკვეულ მიმართულებებზე აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა მგონია, შესაძლებელი იქნება შეჯერება, რომ არსებული ნარკოპოლიტიკის მიმართულებით, რომელიც მე და ჩვენ ყველას გვგონია, რომ პრობლემას წარმოადგენს, იქნება რეფორმები, რომელიც გვინდა განვახორციელოთ, ეს ყველაფერი იქნება მოწესრიგებული და მოგვარებული, ამის რესურსს გუნდში ვხედავ“, – განაცხადა კახა კალაძემ.